mcenareTa samyaro - balaxovani mcenareebi

 

ბალახოვანი მცენარეები - (ინგ. Herbaceous plants) (რუს. Травяни́стые расте́ния)

ბალახოვანი მცენარეები, ასევე ბალახები, უმაღლესი მცენარეების სასიცოცხლო ფორმა. ბალახებს გააჩნიათ ფოთლები და ღეროები, რომლებიც ვეგეტაციური პერიოდის ბოლოს ნიადაგის ზედაპირზე კვდებიან. მათ არ გააჩნიათ მუდმივი მერქნის ტანი მიწის წვეშ. ბალახოვანი მცენარეები არიან როგორც ერთწლიანები და ორწლიანები, ასევე მრავალწლიანები.

ზოგიერთი შედარებით სწრაფად მზარდი ბალახოვანი მცენარეები (განსაკუთრებით ერთწლიანები) წარმოადგენენ მცენარე-პიონერებს, პირველები სახლდებიან გარემოს ახალ ადგილებში და განაპირობებენ მცენარეთა სახეობების ანაგენეზს. სხვა მცენარეთა სახეობები აყალიბებენ ბევრი სტაბილური საცხოვრებელი გარემოს ძირითად მცენარეულობას, ვითარდებიან მაგალითად ტყეების მიწისქვეშა ფენებში ან ბუნებრვ გახსნილ გარემოში, როგორებიც არის მდელოები, უდაბნოები ან მლაშობები.

ძირითადი მახასიათებლები

მთავარი მაჩვენებელს ამ სასიცოცხლო ფორმისას წარმოადგენს მრავალწლოვანი მიწისზედა ნაწილების უქონლობა, რომლებსაც შეუძლიათ არახელსაყრელი სეზონის გადატანა. ეს თავისებურება, უთუოდ, ყველაზე ადვილად მისაღებია მცენარეებისთვის, რომლებიც ჩრდილოეთის სეზონური კლიმატის პირობებში არსებობენ: ზაფხული-ზამთარი. სამხრეთის უდაბნოებში ან ტროპიკებში ეს თვისება მისაღებია, მაგრამ დიდი შენიშვნებით. მაგალითად, ტროპიკებში, სადაც ზამთარი არ იცის, არ არის მშრალი სეზონები, ბალახებს შეუძლიათ ჰქონდეთ მრავალწლოვანი მიწისზედა ნაწილები და ძალიან შტამბეჭდავ ზომებს მიაღწიონ. ამიტომ ბალახოვნების გარჩევისთვის ბიოლოგები ცდილობენ სხვა ნიშნები გამოიყენონ: გამერქნებული მიწისზედა ნაწილების უქონლობა, მათი წვნიანობა, ხორციანობა (ბევრი პარენქიმები), კამბიუმის სუსტი მუშაობა და მეორედ გასქელების შესაძლებლობის უქონლობა, ძლიერ პარენქიმატიზირებული (გაზავებულია რბილი ქსოვილებით) გამტარი სისტემა და სხვ. თუმცა ყველა ეს ნიშნები ყოველთვის არ მუშაობენ. მაგალითად, გამერქნება ამათუიმ ხარისხით დამახასიათებელია ბევრი ბალახისთვის, ხეებსა და ბუჩქებს შორის გვხვდება რბილტანიანი, თითქმის ბალახოვანი ფორმები. საქმეს ართულებს ისიც, რომ ბალახოვან და მერქნიან მცენარეებს შორის ბევრი გარდამავალი, შუალედური ფორმები არსებობს.

ბალახები წარმოქმნიან ფესვთა სისტემას და ყლორტებს (ღერო, ფოთლები, ყვავილოვანი ნაწილი).

მრავალწლოვან ბალახებს მიწისქვეშა ან მიწაზე მცოცავი ყლორტები რამდენიმე ან ბევრი წლის განმავლობაში აქვთ, ხოლო მიწისზედა ერთი წელი. მიწისზედა ყლორტები არ მერქნდებიან და მთლიანად კვდებიან, ახალი ყლორტები კი იზრდებიან განახლებული კვირტებიდან, რომლებიც მდებარეობენ ნიადაგთან მჭიდროდ მიკრულ ან მიწისქვეშა ყლორტებზე.

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეები ვეგეტაციური პერიოდის ბოლოს მთლიანად კვდებიან, ან ყვავილობის დასრულების და მსხმოიარობის შემდეგ, მერე კი თავიდან იზრდებიან თესლიდან. ერთწლოვანი თავის სასიცოცხლო ციკლს მთლიანად გადიან ერთ სეზონზე, რომლის განმავლობაშიც ისინი იზრდებიან თესლიდან, ყვავდებიან და ყვავილობის და მსხმოიარობის შმდეგ კვდებიან. გაზაფხულის ერთწლოვანებს თესლები ეზრდებათ გაზაფხულზე და იმავე ზაფხულში მსხმოიარობის შემდეგ მცენარეები კვდებიან. შემოდგომის ერთწლოვანებს თესლები ეზრდებათ შემოდგომაზე, მცენარეები გამოიზამთრებენ წესისამებრ მოკლე ყლორტების სახით როზეტისებური ფოთლებით, ხოლო შემდეგ წელს ყვავიან, მსხმოიარობენ და კვდებიან.

ორწლოვანი ბალახოვანი მცენარეები ცოცხლობენ ორი წელი. პირველ წელიწადს თესლებიდან ვითარდებიან ყლორტები როზეტისებური ფოთლებით და ღეროსებური ფესვით; მეორე წელიწადს ყალიბდება ყვავილის მატარებელი ყლორტი. აყავების და მსხმოიარობის შემდეგ ორწლოვანები კვდებიან. ორწლოვანები ერთწლოვანებისგან განსხვავდებიან წინა წლის ფოთლების ნარჩენების არსებობით ღეროს ბაზაზე, ხოლო მრავალწლოვანებისგან (განსხვავდებიან) ფესურის, გორგლის და ბოლქვის უქონლობით; მათ ნაკვალევიც არ გააჩნიათ წინა წლის ღეროების.

ორწლოვანი და მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების ღეროებიც კვდებიან ვეგეტაციური პერიოდის ბოლოს, მაგრამ მცენარის ნაწილი გადარჩება მიწის ქვეშ ან მიწასთან ახლოს სეზონიდან სეზონამდე (ორწლოვანი მცენარეებისთვის მხოლოდ შემდეგ სეზონამდე, როცა ყვავილის ამოიყრიან და შემდეგ კვდებიან). ახალი ღერო ვითარდება ცოცხალი ქსოვილებიდან, რომელიც მიწის ქვეშ და მიწაზე დარჩა, მათ შორის ესენია ფესვები, კაუდექსი (ღეროს გასქელებული ნაწილიმიწის დონეზე) და სხვადასხვა სახის მიწისქვეშა ყლორტები, როგორებიცაა ბოლქვები, გორგალბოლქვები, სტოლონები, ფესურა და გორგლები. ორწლოვანი ბალახოვანი მცენარეების მაგალითს წარმოადგენენ სათესი სტაფილო, სათესი ძირთეთრა და ჩვეულებრივი თავყვითელა. ბალახოვან მრავალწლოვანებს მიეკუთვნებიან იორდასალამი, პიტნა, ჰოსტა(ლათ. Hósta), ბალახების და გვიმრისნაირთა უმრავლესობა. ბალახოვანი მცენარეებისგან განსხვავებით, არაბალახოვან მრავალწლოვან მცენარეებს ანუ მერქნიან მცენარეებს მიწისზემოთ გააჩნიათ ღერო, რომელიც ცოცხალი რჩება დასვენების სეზონის განმავლობაში, ხოლო ყლორტების ზრდა შემდეგ წელს მიწისზედა ნაწილებიდან ხდება. მათ მიეკუთვნებიან ხეები, ბუჩქები და ლიანები.

ბალახების კლასიფიკაცია

ბალახოვანი მცენარეები, თავის მხრივ იყოფიან ბევრ სხვა ჯგუფებად (არსებობს სხვადასხვა კლასიფიკაცია). მათ შორის ყველაზე მიღებულია განხილვა შემდეგი (ასეთი) ჯგუფებისა:

ერთწლოვანი ბალახები (ერთსეზონიანი), მთლიანად კვდებიან ვეგეტაციიის და მსხმოიარობის შემდეგ. მათი განახლება ხორციელდება თესლის მიერ, ეს სახეობებია: ნაცარქათამა (Chenopodium album), კამა (Anethum graveolens), კამელინა (Camelina sativa), ველური ბოლოკურა (Raphanus raphanistrum) და სხვა.

მრავალწლოვან ბალახებს გააჩნიათ უფრო ხანგრძლივი დროით ცოცხალი მიწისქვეშა ორგანოები განახლებადი კვირტებით. მიწისქვეშა ორგანოები წარმოდგენილია ფესვის ან ყლორტის (ფესურა, გორგალი, ბოლქვი და სხვა) სხვადასხვანაირი სახეცვლილებებით.

მრავალწლოვანი ბალახები მალე დამწიფების მიხედვით (ვეგეტაციური პერიოდის განმავლობაში) თავის მხრივ იყოფა ოთხ ჯგუფად: ძალიან ადრეული, ადრეული, შუა და გვიანი.

ბალახ(ებ)ის ზომა

ბალახების ზომები რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე მეტრამდეა.

სიხოტე ალინის მთებში ბალახი ხშირად აღწევს 3-3,5 მ. სიმაღლეს. ბალახების გიგანტიზმის განსაკუთრებული შემთხვევები ფიქსირდება საიანში (კრასნოიარსკის მხარე). დასავლეთ საიანის შავ ზოლებში ბალახების საშუალო ზომები ჩვეულებისამებრ 2 მ-ს აღემატება. არსებობს ცალკეული რეკორდებიც: მაღალი დეზურა (Delphinium elatum) რომლის ღეროს ზომა 4,5 მეტრს აღწევს; ვიწროფოთლა თხაწართხლა (Chamerion angustifolium) ღეროს სიმაღლე 2,9მ; ლობელის შხამა (Veratrum lobelianum) 2,86მ; ერთწლოვანი ავშანი (Artemisia annua) (კრასნოიარსკი, 2005წ.) 3,22მ; თეთრი ნაცარქათამა (კრასნოიარსკი, 2005წ.) 2,02მ.

გიგანტისზმისკენ მიდრეკილება ახასიათებს ქოლგოსანებს (Apiaceae), მარცვლეულის (Poaceae) და რთულყვავილოვანების (Asteraceae) ბევრ წარმომადგენლებს.

ზოგიერთი ბალახოვანი მცენარეები იზრდებიან საკმაოდ დიდები, მაგალითად Musa-ს გვარის მცენარეები, რომელთაც მიეკუთვნება ბანანების სხვადასხვა სახეობები. ბანანი ყველაზე მაღალი და ძლიერი ბალახოვანი მცენარეა, მისი სიმაღლე 15 მეტრს აღწევს, ხშირად მიიჩნევენ ხედ. თუმცა მისი ძლიერი ღერო არ წარმოადგენს ხის ტანს. სხვა მონაცემებით (თუ გამერქნების ხარისხს არ ჩავთვლით მთავარ ნიშნად) შედარებით მაღალ მცენარეებს წარმოადგენენ ზოგიერთი ბამბუკები. მათი ჩალის ღერო 35 მეტრ სიმაღლესაც აღწევს.

ბალახების მნიშვნელობა და გამოყენება

ადამიანი ოდითგანვე იყენებს ბალახების სხვადასხვა სახეობებს საყოფაცხოვრებო და სამეურნეო საჭიროებებისთვის. ფართდ არის გავრცელებული მათი კულტივირება საკვები მიზნებისთვის, ასევე შინაური ცხოველების საკვებად.

ბალახები მიზნობრივად გამოყენების მიხედვით შეიძლება დაიყოს: კულინარიაში გამოსაყენებლები, სამკურნალო, რელიგიურ რიტუალებში გამოსაყენებლები და საყოფაცხოვრებო დანიშნულების.

კულიანრიაში ბალახები გამოიყენება როგორც წესი სუნელების სახით, საკვებში ამატებენ მისი გემოს გასაუმჯობესებლად. მათ მიეკუთვნება ისეთი ბალახები, როგორიცაა კამა, პიტნა, ოხრახუში, რეჰანი, კვლიავი, ნიორი.

სამკურნალო მიზნებისთვის კაცობრიობა ბალახებს იყენებს უკვე რამდენიმე ათასი წელია. ამის შესახებ წერდნენ უძველესი დროის ისეთი ექიმები, როგორებიც არიან ჰიპოკრატე, ავიცენა, პარაცელსუსი. სამკურნალო ბალახებს მიეკუთვნებიან: გვირილა, პიტნა, სალბი, კალენდულა, მრავალძარღვა, ლავანდი, ავშანი და ბევრი სხვა.